“ასეთი მოთხოვნა და შეფასება არარეალურია”- ეკა ბესელია აშშ-ის კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია რესპუბლიკელი კონგრესმენის სტივ რასელის განცხადებას, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა, არასერიოზულს უწოდებს:

„განცხადების შინაარსი იმდენად არასერიოზულია და არარეალურია, მოთხოვნაც არასერიოზულია, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კეთდება ეს შეფასება, ბიძინა ივანიშვილი დღეს სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენს, ასეთი მოთხოვნა და შეფასება სრულიად არარეალურია, ეს არის შეუსაბამო თავად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა საქართველოს ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა. კონგრესმენის თქმით ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას კვლავ ინარჩუნებს და ის რუსეთისადმი ლოიალური და პუტინის მოკავშირეა. კონგრესმენმა ბარაკ ობამას მოუწოდა, ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს, რადგან მისი თქმით, რუსეთი პრორუსული ძალების პოპულარიზაციას ახდენს და შესაძლოა ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრ ვერშბოუ: ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას, რომელზეც რუსეთი კვლავ ახდენს მნიშვნელოვან ზეწოლას
შემდეგი სტატია“ჩვენი კამათი, ლუარსაბისა და დარეჯანის კამათს მაგონებს, ბოზბაშსა და ჩიხირთმაზე”