“ასეთი განცდა მაქვს, რომ გყავთ პერსონალური სამიზნეები, რომელსაც თვლით თქვენს მტრად ” – ბესელია რუსთავი 2-ს მიმართავს

მოსამართლე მერაბ ტურავას რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმისთვის მიმართვას მმართველი გუნდი ეხმაურება. განცხადება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

ბესელია მოსამართლე ტურავას გადაწყვეტილებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ კანონი ამოქმედებულია და მისი გამოყენება პრაქტიკაში ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია.

ეკა ბესელიამ ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გამოთქმულ იმ ბრალდებებსაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც უმრავლესობის დეპუტატს აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა მოსამართლე ტურავასთან.

„ასეთი განცდა მაქვს, რომ გყავთ რაღაც პერსონალური სამიზნეები, რომელსაც თვლით თქვენს მტრად. ამ სიაში პირველ ნომერს ვერავინ ვერ წაართმევს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თქვენი ყოველდღიური მუშაობის მუზაა. სადღაც ამ ჩამონათვალში, თუ სამეულში არა, ხუთეულში ნამდვილად მეც ვხდები რადგან ბევრი პერსონალური თავდასხმა მიმიღია თქვენი ტელევიზიის მხრიდან და მივეჩვიე უკვე ყოველ დღე რაღაც ახალს გამოაცხობთ ხოლმე. თუ იქამდე დავიდა ეს ძალიან დიდი ისტორიის მქონე ტელევიზია და ისე გაგიჭირდათ, რომ კილაძის რაღაც ბოდვებს და მის არასერიოზულ, მართლაც კომიკურ სიუჟეტებს იჯერებთ, იგონებთ და იყენებთ, ეს არის სერიოზული პრობლემა თქვენი ტელევიზიისთვის,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოფელ წრომის რწმუნებული დავით გოგოლაძე დააკავა
შემდეგი სტატია“ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო, თუმცა, მერიას ნებართვა ჯერ არ გაუცია”