“ასეთი გადაწყვეტილება პრესკონფერენციებზე არ მიიღება, თინას სამუშაო რეჟიმზე გადასვლას ვურჩევ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიცაა სავალდებულო გაწვევის გაუქმება პრესკონფერენციებზე არ უნდა იყოს მიღებული.

მთავრობის მეთაური თინათინ ხიდაშელს სამუშაო რეჟიმში გადასვლას ურჩევს.

“თინას მხრიდან, ცოტა არასწორი ინტერპრეტაციაა. მიმართულება რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო. ეს იყო სააკაშვილის დროს მიღებული მიმართულება, რომ საქართველოში, შემდეგ უკვე იმპლემენტაციის გეგმის თანამხად, უნდა გაუქმდეს საყოველთაო გაწვევა, მაგრამ ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილება არის მრავალგანზომილებიანი და ის არაერთი უწყების ჩართულობას მოიცავს, ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი, მინიმუმ, ტექნიკური მომზადების გარეშე. ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებზე თუ ბრიფინგებზე. ნორმალური ფორმატია, როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, მინიმუმ, კარგი ტექნიკური მომზადება უნდა იყოს უწყებებს შორის. ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ და თინას ვურჩევ, ამ საკითხის გასარკვევად, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო საკუთარ უწყებაში სავალდებულო გაწვევას აუქმებს. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა 27 ივნისს, შესაბამის ბრძანებას პრესკონფერენციაზე მედიის თანდასწრებით მოაწერა ხელი.

banner
წინა სტატიაშიაბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძემ და გიორგი რუხაძემ სტრასბურგისა და ბრიუსელის ვიზიტი შეაჯამეს