“ასეთი დოკუმენტის დამტკიცება 2016 წლისთვის იქნება ძალიან დიდი მავნებლობა“

სახელფასო დანამატების შემცირება მაღალჩინოსნებისთვის და დაბალი რანგის თანამდებობის პირებისთვის ხელფასის მატება. ეს ერთერთია იმ შენიშვნებიდან, რომელიც საკრებულოს ოპოზიციას თბილისის მერიასთან აქვს და რომლის ასახვასაც ითხოვს 2016 წლის ბიუჯეტში. ოპოზიცია ასევე აპროტესტებს ბიოტვალეტებისთვის 100 ათასი ლარის და დაცვის ჯებირებისთვის მილიონი ლარის გათვალისწინებას და მიაჩნია, რომ ეს საკითხი საჭიროებს დაზუსტებას.

„ყველა მიმართულებით დავით ნარმანიას ჭირდება ბიუჯეტის გადამუშავება იმისთვის, რომ ეს კორუფციული დოკუმენტი, რომელიც კვლავ გამიზნული იყო იმისთვის, რომ ასეულობით მილიონი ლარი დახარჯულიყო, ხოლო საზოგადოებას კონკრეტული შედეგი არ ენახა და მხოლოდ ჩინოვნიკებს მოეთბოთ ამაზე ხელი. ასეთი დოკუმენტის დამტკიცება 2016 წლისთვის იქნება ძალიან დიდი მავნებლობა,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შენიშვნები აქვს უმრავლესობასაც. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უკვე დაუბრუნდა თბილისის მერიას, რომელმაც დოკუმენტი შესწორებებით 10 დეკმებრამდე უნდა გადააგზავნოს საკრებულოში. განხილვას თბილისის მერიც დაესწრება.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფო და გამოწვევები საქართველოში”-გრასი კვლევის პრეზენტაციას გამართავს
შემდეგი სტატიარუსეთის გენშტაბი განცხადებას ავრცელებს