ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, მუხთარლის ბედი საერთოდ აღარ მაინტერესებს – ის ჩვენ ქვეყანას და ხელისუფლებას უღირსად მოექცა

ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, აფგან მუხთარლის ბედი საერთოდ აღარ მაინტერესებს – ის ჩვენ ქვეყანას და ხელისუფლებას უღირსად მოექცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კვაჭანტირაძის თქმით, ის, რასაც აფგან მუხთარლი ამბობს, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მიუღებელია.

“მე კრიტიკულად ვუყურებ იმასაც, რომ ვერაფრით ვერ დადგინდა და ვერ აღდგა სურათი, თუ რა პირობებში გაუჩინარდა, თუ საერთოდ გაუჩინარდა ეს ადამიანი. არსებობს რაიმე დამასაბუთებელი იმისა, რასაც მოტაცების თაობაზე აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე ამბობებ?! ასეთი რამ არ არსებობს! აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. ჩვენ თავის დროზე სათანადო კრიტიკული პასუხი რომ არ გავეცით, დღეს უკვე პრემიერ-მინისტრს მისწვდნენ. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ საქართველოს იმიჯის წინააღმდეგ. ეს არის დაგეგმილი ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ადამიანი ძალიან უღირსად იქცევა. ის უღირსად მოექცა საქართველოს – იმ ქვეყანას, რომელმაც ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეიფარა. ის არავის შეუწუხებია და ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. ნამდვილად არ დაუმსახურებია ქვეყანას ის, რომ ასეთი ბინძური კამპანია აწარმოოს ციხიდან საქართველოსა და მისი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. მესმის, რომ გამოძიება ისე ვერ განვითარდა, რომ არაფერი ხელში არა გვაქვს, მაგრამ როცა ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალეულობა არ არსებობს და არ არის დადასტურებული, ასე საუბარი არ შეიძლება!“ – განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, მისი გატაცება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ვერ გადაწყდებოდა. გარდა ამისა, მუხთარლი ხელს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსაც ადებს.

banner
წინა სტატიაშირეადმისიის ხარჯი თავად რეადმისირებულ პირებს დაეკისრებათ, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები კი გამკაცრდება
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მყარი