,,ასეთი ადამიანები არ კვდებიან,, – შოთა არველაძემ ქაზიმ ქოიუნჯუს საფლავი მოინახულა

shota-tsთურქეთის ,,ტრაბზონსპორის,, ხელმძღვანელებმა, ამავე კლუბის რამდენიმე ფეხბურთელთან და მთავარ მწვრთელთან შოთა არველაძესთან ერთად, ორიოდე კვირის წინ თურქეთის ხოფას რაიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერ-ნიაღვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულეს…

,,ტრაბზონსფორის,,  წარმომადგენლები, კლუბ ,,ხოფასფორის,, წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის დროს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახების წევრებს შეხვდნენე… მიუსამძიმრეს და გაამხნევეს ისინი.

ხოფაში ვიზიტის შემდეგ, ,,ტრაბზონსფორის,, კლუბის წევრებმა სოფელ იეშილქოიში  მდებარე, თურქეთში და საქართველოში კარგად ცნობილი ლაზი მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის ქაზიმ ქოიუნჯუს საფლავი მოინახულეს… როგორც ცნობილია, ქოიუნჯუ ,,ტრაბზონსფორის,, დიდი გულშემატკივარი იყო.

kazim-koyuncuსაფლავზე ყოფნისას, ,,ტრაბზონსფორის,, ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ, თურქულ მედიასთან ქაზიმ ქოიუნჯუზე ისაუბრა…

,,მის სიყვარულს ისევ ვგრძნობთ… მას ვერ ვხედავთ, მაგრამ ის სადღაც აქ არის… ასეთი ადამიანები არ კვდებიან… ასეთი ადამიანები მარადიულად ცოცხლობენ. მსგავსი ადამიანის გამოზრდისთვის მის ოჯახს მადლობა უნდა გადავუხადოთ. ის, არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. ასეთი ადამიანები არ კვდებიან და  თავიანთ ნამოღვაწარში მუდმივად ცოცხლობენ,, განაცხადა თურქულ მედიასთან შოთა არველაძემ.

აღსანიშნავია, რომ ქაზიმ ქოიუნჯუს საფლავის ქვაზე, მხოლოდ მისი დაბადების თარიღია აღნიშნული…

თურქულ მედიაზე დაყრნობით

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,, 

banner
წინა სტატიაშიმადრიდის ,,რეალი,, ლტოლვილებს 1 მილიონი ევროთი დაეხმარება…
შემდეგი სტატიაურთიერთმხარდამჭერი პოლიტიკური ბანერები უკრაინა-ბელორუსის მატჩზე… (ფოტოები)