“ასე უცბად გაუფასურება და შედარებით გამყარება, ეტყობა ადგილობრივი პროცესია” – ზაზა ხუციშვილი ლარის გაუფასურებაზე

ექსპერტების პროგნოზების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური გეგმა გაამართლებს.

„გეგმის შედეგებს ვნახავთ აუცილებლად მომავალ წელს. იმიტომ, რომ ის არ არის ერთ და ორ დღეზე გათვლილი გეგმა და ეკონომიკა აუცილებლად წავა წინ, ამის დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ ასეთი პატარა რყევები, ეს უკვე ფინანსისტებს უნდა ვკითხოთ. იყო ამოვარდნები, რომელსაც სპეციალისტები იტყვიან რისი ბრალია, ასე უცბად გაუფასურება და დღეს შედარებით გამყარება, ეს რაღაცა ეტყობა ადგილობრივი პროცესია,“ – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელექტროენერგიის საფასურის საკითხი “სემეკის” დღევანდელ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული
შემდეგი სტატია“ენმ” დღეს თედო კობახიძისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების საკითხს დააყენებს