“ასავალ-დასავალი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"ასავალ-დასავალი" საგანგებო განცხადებას ავრცელებსგაზეთი “ასავალ-დასავალის” რედაქცია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის დღვანდელ პრესკონფერენციაზე გამოცემის ჟურნალისტი არ დაუშვეს.

გამოცემამ აღნიშნულის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა:

“26 მარტს პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის პრესკონფერენციაზე მიზანმიმართულად დაბლოკეს „ასავალ–დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე და რამდენიმე მედიასაშუალება. პრესის წარმომადგენლებს არ მიეცათ უფლება, დაესვათ უაღრესად აქტუალური შეკითხვები, რომლებიც ეხება უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში კორუფციისა და საბოტაჟის ფაქტებს. აშკარა გახდა, რომ “ნაცმოძრაობისა” და “ოცნების” წარმომადგენელთა დანაშაულებრივი გარიგებები ემსახურება ერთადერთ მიზანს – ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან მომზადდეს ახალი ხავერდოვანი გადატრიალება, რომელსაც ქვეყანა და მოსახლეობა უკვე ვეღარ გადაიტანს. ვთხოვთ, ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში და ჩაშალოს ავანტიურისტთა მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ! „ასავალ-დასავალი“ შეუვალი იქნება ქართველი ხალხის მოღალატეებისა და მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში!”,- ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი დღეს, 16:00 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიქართული Leader Credit – ის საერთაშორისო წარმატება
შემდეგი სტატია“ციფრული მაუწყებლობის სააგენტო” განცხადებას ავრცელებს