ასადი თურქეთს ტერორისტებისათვის ქიმიური იარაღის მიწოდებაში სდებს ბრალს

დამასკო ასი პროცენტით დარწმუნებულია იმაში, რომ ბოევიკებს ქიმიურ იარაღს ანკარა აწვდის. “თურქეთიდან, პირდაპირ თურქეთიდან და ამის დამამტკიცებელი საბუთები გვაქვს, რამდენიმე მათგანი ინტერნეტშიც გამოქვეყნდა რამდენიმე წლის წინ” – განაცხადა ასადმა შეკითხვის პასუხად, საიდან აქვთ ტერორისტებს ქიმიური იარაღი. მისი თქმით, “ტერორისტების ფულით, იარაღით და სხვა მომარაგების ერთადერთი გზა თურქეთზე გადის, სხვა გზა ჩრდილოეთიდან ჩვენ არ გვაქვს” – თქვა ასადმა, მანამდე მან განაცხადა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში მთავრობა დაამხოს. “მათი მიზანია მთავრობის შეცვლა, მთავრობის დამხობა და მათ მაგივრად მარიონეტების დასმა, ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მიზანმა საშუალება გაამართლოს: არანაირი ღეირებულებები, არანაირი მორალი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს” .

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა-პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი უნგრეთის პრემიერმინისტრს შეხვდა