ასადი: პუტინს არასდროს შემოუთავაზებია პოსტის დატოვება

ასადი: პუტინს არასდროს შემოუთავაზებია პოსტის დატოვება

5სირიის პრეზიდენტმა, ბასარ ასადმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს მისთვის არასდროს უთქვამთ, რომ მან პოსტი უნდა დატოვოს.
“მათ არასდროს უთქვამთ ამაზე ერთი სიტყვაც კი” – განაცხადა ასადმა. მისი თქმით, ის არ დარდობს მედიაში გაჩენილ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის ხელმძღვანელთან ასადის გადადგომაზე ისაუბრებს.

ასადის თქმით, რუსეთის პოლიტიკა დაფუძნებულია არა გარიგებებზე, არამედ ღირებულებებზე, ამიტომ, მას არ აშინებს შეთანხმებები, რომელსაც მოსკოვი და ვაშინგტონი დადებენ. ასადმა რუსეთ-სირიის ურთიერთობა დაახასიათა, როგორც ღია და გულწრფელი. მისი თქმით, მას მუდმივად აქვს რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტი – “ბიბისი” წერს.

შეგახსენებთ, რომ სირიაში შექმნილი მდგომარეობის გამო დასავლეთი ასადის გადაყენებას ითხოვს.
სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო სექტორისა და მედიაექსპერტების წარმომადგენლებმა მოსამართლეებსა და პრეზიდენტს მიმართეს
შემდეგი სტატია” სასამართლოებს ვერაფერს მოვუწოდებ რა უნდა გააკეთონ”- უსუფაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე