ასადის არმია სამშვიდობო შეთანხმებიდან გამოდის

14407675_644198692406988_1635855817_nსირიაში ბაშარ ასადის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფმა სააგენტომ SANA-მ, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სირიის სამთავრობო სამხედრო ძალები, რუსეთსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამოვიდნენ…
გავრცელებული ინფორმაციით, სირიის სამთავრობო სამხედრო ძალები, სირიაში მოქმედ ოპოზიციურ და ტერორისტულ ორგანიზაციებს, ცეცხლის შეწყვეტის 300-ჯერ დარღვევაში და სამთავრობო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად გამოყენებაში ადანაშაულებენ, რის გამოც თვითონაც ცეცხლის განსაახლებლად მზად არიან.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიაში აშშ-სა და რუსეთს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც ასადის რეჟიმმაც დაუჭირა მხარი, ყურბან ბაირამის დღესასწაულზე, 12 სექტემბერს შევიდა ძალაში.

banner
წინა სტატიაში(video) “დევნილებისთვის სახლების გადაცემა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან არის დაკავშირებული,”- ირაკლი ჩიქოვანი
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანმა ტელეეთერში სკანდალური ფაქტი მოიყვანა