ასადი ამერიკელი სამხედროების სირიაში გადასხმას შეუთანხმებელს უწოდებს

სირიაში, ქალაქ მანჯიბში ამერიკელი სამხედრების გადასხმა ქვეყნის მთავრობასთან შეუთანხმებლად მოხდა – სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დღეს, 11 მარტს განაცხადა.
მან, ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები მის ქვეყანაში ტეროტიზმს ვერ დაამარცხებენ. “რის გაკეთებას აპირებენ? “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლას? ამერიკელებმა, თითქმის ყველა ომი წააგეს. ისინი დამარცხდნენ ერაყში, ბოლოსდაბოლოს, იძულებული გახდნენ ძალები გამოეყვანათ. სომალიშიც კი, არაფერს ვამბობ ვიეტნამსა და ავღანეთზე” – თქვა ასადმა.
მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი “არსად იყო წარმატებული იმ ქვეყნებში, სადაც ჯარები გაგზავნა – ის მხოლოდ პრობლემებს ქმნიდა”. მისი თქმით, ამერიკელებს კარგად “პრობლემების შექმნა და განადგურება გამოსდით, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ იციან”.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(video) ვითხოვთ, რომ ეს ხალხი წავიდნენ სასამართლოდან – ნიკა გვარამიამ რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების გადადგომა მოითხოვა
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვლი : საკონსტიტუციო კომისიაში ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არის საზოგადოების აზრი