ართანაში, კოხტას მთაზე,თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი განახლდა

კახეთში ხანძრის ორ მიმართულებაზე – ართანაში, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი დილიდან განახლდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზიებულ ცოცხალ ძალას დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი შეუერთდება, რომლებიც 10.00 საათისთვის უკვე მივლენ ცეცხლის კერამდე. ხანძრის მიდამოებში ქართულმა ვერტმფრენებმა მეხანძრეების გადაყვანა უკვე დაიწყეს ართანაში, სადაც შედარებითი რთული ვითარებაა.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ამის შემდეგ, ქართული ვერტმფრენი დაიწყებს ხახაბოს ტყეზე წყლის დასხმის პროცედურას. თუშეთში 120 მაშველი და მოხალისეები მუშაობენ, ორი ირანული ვერტმფრენინკი ართანის ხანძრის ლოკალიზაციაში ჩაერთვება. ქადაგიშვილის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია შილდაში, თუმცა მონიტორინგის და სრული ლიკვიდაციის მიზნით, მაშველები აქაც იმუშავებენ.

ხანძრის კერის ადგილის რთული რელიეფის გამო, გუბერნატორი სამაშველო ოპერაციების გაგრძელებას ხვალაც არ გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი მზად არის ფხენიანის წინააღმდეგ ბირთული იარაღი გამოიყენოს
შემდეგი სტატიაართანაში, კოხტას მთის ციცაბო ფერდობზე ხანძრის ჩასაქრობად საჭირო აღჭურვილობას და სასმელ წყალს ცხენებით აიტანენ