“ის ამბობდა, რომ ემუქრებოდნენ”-რა ვერსიები ვრცელდება ალექსანდრე და დენის ატარშიკოვების გარდაცვალებასთან დაკავშირებით

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 3, 2015 21:32

“ის ამბობდა, რომ ემუქრებოდნენ”-რა ვერსიები ვრცელდება ალექსანდრე და დენის ატარშიკოვების გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანი

  • ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მუქარის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი ძმისგან ჰქონდა. "ის ამბობდა, რომ ემუქრებოდნენ", - განაცხადა მეზობელმა.

სხვა სტატიები

მკვლელობა მოხდა თბილისშიდიღმის მასივში, ძმების გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად, გაზით გაგუდვაც სახელდება, – ამის შესახებ ალექსანდრე და დენის ატარშიკოვების ცხედრების პროზექტურაში გადასვენების შემდეგ, ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისი თქმით, ჯერ გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლოა საქმე არა მკვლელობასთან, არამედ გაზით გაგუდვასთან გვქონდეს. საგამოძიებო მოქმედებები კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს ჯერ არ დაუსრულებიათ. ცხედრები კი, ექსპერტიზაზე ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მუქარის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი ძმისგან ჰქონდა.
“ის ამბობდა, რომ ემუქრებოდნენ”, – განაცხადა მეზობელმა.
არსებული ინფორმაციით, ძმებ ატარშიკოვებს ლიფტების ბიზნესი ჰქონდათ. ოფისი კი, საცხოვრებელი სახლის წინ არის.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე და დენის ატარშიკოვები სამსახურში არ მივიდნენ, რის შემდეგაც თანამშრომლებმა ისინი სახლში გარდაცვლილები აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, ძმები დააყაჩაღეს და მოკლეს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 3, 2015 21:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics