არსენ ავაკოვი – შემდეგში, უკრაინის საზღვრის გარღვევის შემთხვევაში გვამები იქნება

უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი თავის ინტერვიუში, რომელიც 4 აპრილს ერთ-ერთ უკრაინულ მედიასაშუალებას მისცა, მინისტრი ოდესის ყოფილ გუბერნატორზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. შეკითხვაზე, იყო თუ არა მისი იდეა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, მან უპასუხა, რომ ეს მისი იდეა არ ყოფილა.
“სააკაშვილი, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც თავისი ლამაზი პოლიტიკური პოზის გამო ყველაფერს გააკეთებს რაც გინდა. ეს ჩემი მისი, როგორც პოლიტიკოსის შეფასებაა. მოსახლეობის ფრუსტრაციის გამოყენება, გაცრუებული მოლოდინები, იმედგაცრუება, აუხდენელი ნათელი ოცნებები და დაპირებული ანტიკორუფციული აჟიოტაჟი, ყველაფერი, ხალხის ყურადღების მისაპყრობად, რომ შემდეგ ისინი მოატყუო და ჯიბეში მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდები ჩაიდო. ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, როგორიც სააკაშვილია, მეზიზღება. ის კიდევ არც თვლის, რომ ეს ცუდია, მისთვის ეს ისეთი ჩვეულებრივი ამბავია, როგორც სუნთქვა. სამწუხაროა” – განაცხადა არსენ ავაკოვმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, “ასეთ ცუდ ადამიანს რატომ დართო იმის უფლება, რომ საზღვარი უკანონოდ გადაეკვეთა, ან რადასთან კარვები გაეშალა”, ავაკოვმა უპასუხა, რომ საკითხი ასე იდგა – ან სისხლიანი შეტაკება, ან ის, რაც საზღვარზე მოხდა. მისი თქმით, მინისტრს მესაზღვრეები ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, უნდა გაეხსნათ თუ არა ცეცხლი, ავაკოვი კი მათ პასუხობდა “თქვენ რა, იდიოტები ხართ? არა, ცხადია!” “რამდენიმე თაღლითს უფლება მივეცი უკრაინის საზღვარი დაერღვია, თუ ჯობდა 15 გვამი ყოფილიყო? ” ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ აშშ-ში მსგავს შემთხვევაში იქნებოდა გვამები, ავაკოვმა უპასუხა, რომ თუკი მსგავსი შემთხვევა ისევ განმეორდება, “გვამები იქნება უკრაინაშიც, მაგრამ იმ სიტუაციაში სისხლი არ დავუშვი”.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება სკრიპალების შინაური ცხოველების მდგომარეობას კითხულობს
შემდეგი სტატიალივერპულის” ფანებმა “მანჩესტერ სითის” ფეხბურთელების ავტობუსს ბოთლები ესროლეს (ვიდეო)