არსენ ავაკოვი: “კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რომ ეს არ გამოგივათ!”

ავაკოვი: პუტინის გადასაწყვეტი არ არის უკრაინაში სააკაშვილის შესახებ

უკრაინის შს მინისტრის შვილი სკანდალში ეხვევაუკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა 31 ოქტომბერს უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მისი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

“არც ჩემს შვილს და არც იმ ფირმებს, რომლებიც მან დააფუძნა, ერთი კაპიკიც კი არ მიუთვისებიათ უკრაინის ბიუჯეტიდან. ალექსანდრე ავაკოვი გაივლის ყველა პროცედურას და სასამართლოში დაამტკიცებს ამას”, – წერს არსენ ავაკოვი.
იგი აღნიშნავს, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ” ვიღაცის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს”.
“ყველას, ვისაც უნდა, რომ ეს სიტუაცია გამოიყენოს პიარისთვის, საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად ან კონიუნქტურული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რომ ეს არ გამოგივათ”, – წერს არსენ ავაკოვი.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხეკის შედეგადა დააკავა ალექსანდრე ავაკობი. საქმე ეხება თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტს. კერძოდ, ანტიკორუფციული ბიურო თვლის, რომ 2015 წელს უკრაინული ეროვნული გვარდიისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამხედრო ზურგჩანთების შესყიდვა არასწორად ჩატარდა და გაიფლანგა 14 მილიონი გრივნა ( 521000$). ალექსანდრე ავაკოვთან ერთად დაკავებულნი არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგეი ჩებოტარი და ტენდერში გამარჯვებული ზურგჩანთების ფირმის წარმომადგენელი, რომლის გვარი არ სახელდება ამ ეტაპზე.

banner
წინა სტატიაშიკიევში არსენ ავაკოვის შვილი დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთი ,,თურქული ნაკადის,, არეალის გასაფართოებლად გარანტიებს ითხოვს