არსენ ავაკოვი იარაღის სკანდალში ეხვევა

უკრაინის შსს-ს მინისტრი არსენ ავაკოვი, მის მიერ უცნობი პირებისადმი გაცემული დიდი რაოდენობით იარაღის გამო სკანდალში ეხვევა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, არსენ ავაკოვმა 2015-2016 წლებში, დაუდგენელ პირებს 2200 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა საჩუქრად, რის გამოც უკრაინის სასამართლომ მას ამ პირების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება აიძულა… თუმცა როგორც უკრაინული მედია წერს, სასამართლოს გადაწყვეტილება, სომხური წარმოშობის უკრაინელმა მინისტრმა მხოლოდ ნაწილობრივ აღასრულა… გამოაქვეყნა რა – ინფორმაცია 417 მოქალაქეზე, რომელსაც რევოლვერისა და პისტოლეტის სისტემის იარაღები აჩუქა. ავაკოვმა, რომელიც აცხადებს, რომ იარაღის ჩუქება მისი როგორც მინისტრის უფლებაა და ამას ვერავინ დაუშლის, არც იარაღის მარკაზე და ღირებულებაზე ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.
ზოგიერთი უკრაინული წყაროს ცნობით, ავაკოვი სახელმწიფოს ხარჯზე იარაღს საკუთარ ახლობლებსა და ნათესავებს ურიგებს, რითაც არალეგალურ შეიარაღებულ ფორმირებას ქმნის თავის გარშემო.

banner
წინა სტატიაშიISIS-მა თურქულ არმიას სერიოზული დარტყმები მიაყენა
შემდეგი სტატიაპუტინი პრალამენტარებს: მოდით შამპანური ,,ჩავარტყათ,,