“არსებული საკანონმდებლო წესით რეფერენდუმის დანიშვნა არაღიარების პოლიტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს”

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული საკანონმდებლო წესით რეფერენდუმის დანიშვნა არაღიარების პოლიტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

როგორც ზუგდიდში სტუდენტებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, მომხრეა რეფერენდუმის ჩატარების, თუმცა ამან არაღიარების პოლიტიკას პრობლემები არ უნდა შეუქმნას.

მარგველაშვილის პოზიციით, რეფერენდუმის შესახებ კანონში არსებული ფორმულირება შესაცვლელია.

“რეფერენდუმის შესახებ კანონში წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. არაფერი არ დაუშავდება ჩვენ პატივცემულ კანონმდებლებს, რომ შეცვალონ რეფერენდუმის კანონი, მოიყვანონ შესაბამისობაში არსებულ პრობლემურ ვითარებასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. პოლიტიკოსები ზედაპირულ შეფასებებს აკეთებენ ჩემს განცხადებებზე. რა განსხვავებაა ამ ვითარებაში რეფერენდუმის ჩატარებასა და 2002 წელს ჩატარებულ რეფერენდუმს შორის? მაშინ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე 2 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებული არ ჰქონდა. ეს ტრაგიკული და ისტორიული უკუღმართობა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ2008 წლის აგვისტოს შემდეგ მოხდა. მაშინ ასე მძიმედ არ იდგა არაღიარების პოლიტიკა. არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ვექტორი და ამ პოლიტიკას არაფრის დიდებით არ უნდა შევუქმნათ პრობლემები“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში წყალდიდობის გამო მოხუცთა თავშესაფრის ცხრა ბინადარი დაიღუპა
შემდეგი სტატია“პარტიზანმა მებაღეებმათბილისის მერიასთან კარვები გაშალეს