არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც გორში ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე მოკლა, თავი ჩამოიხრჩო

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც ერთი თვის წინ, გორში ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე მოკლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.
გავრცელებული ცნობით, ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ცხედარი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს.
გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე თებერვლის დასაწყისში მოკლა. როგორც მეზობლები აცხადებდნენ, შემთხვევის შემდეგ ის არავის უნახავს. დღემდე არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა და თავს ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიას აფარებდა.

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე დღეს გრიგორი კარასინს შეხვდება
შემდეგი სტატიათსუ-ში დღეს სტუდენტების ორი აქცია გაიმართება