არსებული ინფორმაციით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ზვიად კვაჭანტირაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს – გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მოწვევის პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ზვიად კვაჭანტირაძე უხელმძღვანელებს.

ზვიად კვაჭანტირაძე საპარლამენტო უმრავლესობის ამჟამინდელი ლიდერია.

თავად კვაჭანტირაძე ამ ინფორმაციის დადასტურებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ საკმაოდ საინტერესო და საკვანძო კომიტეტის თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღო. გუნდის ლიდერისგან.

„გუნდის მხარდაჭერის შემთხვევაში შემოთავაზებას აუცილებლად დავთანხმდები“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს “ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი კომპანია Microsoft–ის გენერალურ მენეჯერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაიკლ კოგელერს შეხვდა
შემდეგი სტატიაჯიხაშკარის ინციდენტში ბრალდებულ “ოცნების” წევრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა