არსებული ინფორმაციით 213-ე ბაღში მშობელმა ბავშვს იარაღი გადასცა

დიდ დიღომში მდებარე 213-ე ბაღში, მშობელმა ბავშვს, ფანჯრიდან იარაღი მიაწოდა, თუმცა დირექტორი ვერ აკონკრეტებს თუ რა სახის იარაღი იყო ის.

როგორც აღნიშნული ბაღის დირექტორმა განაცხდა, მასწავლებელმა დაინახა, თუ როგორ მიაწოდა ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა საკუთარ შვილს იარაღი. თუმცა, დირექტორი ვერ აკონკრეტებს იარაღი ნამდვილია იყო თუ არა.

“ფანჯარა ღია იყო და მიუახლოვდა ერთ-ერთი აღსაზღდელის მშობელი. დაუძახა შვილს და კითხა ვინ აბრაზება. შემდეგ აღმზრდელმა დაინახა, თუ როგორ აწვდიდა მშობელი ბავშვს იარაღს, რის შემდეგაც აღმზრდელმა ფანჯარა დახურა და ფაქტი მაცნობა მე”, – აცხადებს ბაღის დირექტორი.

ამჟამად, აღნიშნულ ფაქტზე 213-ე ბაღში სამართალდამცავები მუშაობენ და ვითარებას სწავლობენ.

banner
წინა სტატიაში213-ე საბავშო ბაღში სამართალდამცავები მუშაობენ
შემდეგი სტატია„მნიშვნელოვანია ის პროცესები, რაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდეს“