“არსებობს ინფორმაცია, რომ მოხდეს ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია და ეს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რუსი ოკუპანტის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია მოხდეს და ეს ფაქტი გამოყენებული იქნეს ქართული მხარის წინააღმდეგ.

შს მინისტრის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის მიმართვა ე.წ.სასამართლოსთვის, რათა მოხდეს მკვლელის დაკავება, სწორი გადაწყვეტილებაა.

„აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ მიმართა დე ფაქტო სასამართლოს, რომ ოთხოზორია დააკავონ. ეს არის სწორი გადაწყვეტილება ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებისთვის. არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ და ამით მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს პროკურატურას კიწმარიშვილის საქმის შეწყვეტისთვის”
შემდეგი სტატიაადვოკატები: დღემდე არ არის დადგენილი კავკასიური აღნაგობის პირის ვინაობა, რომელიც კიწმარიშვილის სახლთან ფიქსირდება