არიზონაში მზის ელემენტებზე არსებული თვითმფრინავი დაეშვა

11თვითმფრინავი, რომელიც მზის ელემენტზე Solar Impulse 2-ზეა, და რომელმაც დედამიწას უნდა შემოუფრინოს, გზის პირევლი მონაკვეთი გაიარა და აშშ-ში, არიზონას შტატში, ქალაქ ფენიქსში, 16 საათიანი ფრენის შემდეგ დაეშვა.
თვითმფრინავს შვეიცარიელი ბერნარ პიკარი მართავს და ის მაუნთინ-ვიუდან გამოფრინდა ორშაბათ დილით.
მფრინავ აპარატზე 17 ათასი მზის ელემენტია დამონტაჟებული.
ელოდებიან, რომ თვითმფრინავი გაჩერების გარეშე გადაუფრენს ატლანტიკის ოკეანს ნიუ-იორკიდან გიბრალტარამდე.
პროექტის მიზანია დემონსტრირება გაუკეთოს ეკოლოგიურ ტექნოლოგიებს.

ბერნარ პიკარმა და მეორე მფრინავმა ანდრე ბორშბერგმა, დედამიწის გარშემო ფრენის პროექტი 2015 წლის 29 მარტს დაიწყეს აბუ-დაბიში. თვითმფრინავი უკვე იყო ომანში, ინდოეთში, ჩინეთში და იაპონიაში, საიდანაც 8924 კილომეტრი გაიარა ჰავაიმდე.

თვითმფრინავის ფრთები “ბოინგ-747”-ზე გრძელია, ამასთანავე, წონა მხოლოდ 2,3 ტონაა – “ბიბისი” წერს.

14

banner
წინა სტატიაშიიტალიის სასამართლო – საჭმლის მოპარვა დანაშაული არ არის
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: სულ არ მაღელვებს რესტორნების მომღერალთა პროფკავშირი