არის თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში აზიური ფაროსანა?

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამეგრელოს აზიური ფაროსანა შეესია, რის გამოც მოსახლეობა სიმინდის და თხილის გარეშე დარჩა. ამასთან ერთად აზიური ფაროსანა მოსახლეობას სახლებშიც გავრცელდა. ამის შესახებ ,,თაიმერის” კორესპონდენტი სამეგრელოდან იუწყება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ფაროსანა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, კერძოდ კი ალერგიას იწვევს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესვლიათ და მათთვის უცნობია ის, თუ რა საფრთხეს უქმნის აზიური ფაროსანა ადამიანებს.

“ჩვენთან ჯერ არანაირი შეტყობინება არ არის შემოსული ალერგიასთან დაკავშირებით და როგორც კი შემოვა შეტყობინება ჩატარდება შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევები”-აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

banner
წინა სტატიაშიეს არის მოუვლელობის და უამინდობის შედეგი – სოფლის მეურნეობის სამინისტროში აზიური ფაროსანას ზარალზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაოპოზიციის უსინდისო და უპასუხისმგებლო ინიციატივა – ექსპერტის პასუხი