არის თუ არა ეს, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინული პოლიტიკის დასასრული?

უკრაინის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, გუშინ პოლონეთში გაადეპორტეს. რამდენიმე თვის მანძილზე იგი უკრაინაში, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა და პრეზიდენტ პოროშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებდა. სააკაშვილის დრამა გრძელდება. გასულ წელს მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს ხოლო შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შევიდა. დეკემბერში იგი დაკავეს, ხოლო შემდეგ გაათავისუფლეს.

ჩვენ ვთხოვეთ ანალიტიკური საბჭოს ექსპერტებს და УкраинуАлерт-ს შემდეგი კითხვების მოძიება”

სააკაშვილის დღეებში ვხედავდით თუ არა ჩვენ მასში უკრაინის პოლიტიკოსს?

როგორ აისახება პოლიტიკოსის დეპორტაციის პროცესი მისი მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, უკრაინის დემოკრატიაში?

წარმოადგენს თუ არა სააკაშვილი განსაკუთრებულ საქმეს, თუ დეპორტაცია თუ მისი დეპორტაცია არის სიგნალი ოპოზიციის ლიდერებისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, რომ შემდეგი ისინი იქნებიან?

აივარას აბრამავიჩიუსი, უკრაინის ეკონომიკსა და ვაჭრობის ექსმინისტრი: მიშა კარგია თუ ცუდი? უკრაინელებს და ქართველებს მასზე სხვადსხვა შეხედულებები აქვთ. თუმცა მისი დაკავებისას გამოჩენილი სისასტიკე საოცრად ამაზრზები და საგანგაშოა. თქვენ არ აწვენთ იატაკზე ექსპრეზიდენტს ან არ გამოგყავთ იგი თმებში ჩაფრენილებს რესტორნიდან ლამაზ ევროპულ ქალაქ კიევში. უბრალოდ თქვენ ამას არ აკეთებთ ევროპაში ან 21 საუკუნეში.

მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია სიგნალს აძლევს უკრაინის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დაწყებას. გასაგებია, რომ პოროშენკო ცდილობს პოლიტიკური ბრძოლის ველიდან ჩამოიშოროს ქარიზმატული მოწინააღმდეგე.

ქართულმა ცეცხლოვანმა ბრიგადამ ააწყო ლოიალური გამოძიება და გაახმოვანა იგი, რასაც უკრაინელების დიდი ნაწილი გრძნობს. რომ მთავრობას არ აქვს გადაწყვეტილი ჩაატაროს რეფორმები თავისი მანდატის ამოწურვამდე. უმჯობესია, გააჩუმო-გაადეპორტო იგი!

ბრაიან ბონერი,Kyiv Post-ის მთავარი რედაქტორი-რაც მოხდა იყო არასწორი და უკანონო ბევრ ფრონტზე-როგორიცაა მისი მოქალაქეობის ჩამორთმევა, ექსტრადიცია, გამოძიება უდიდეს დანაშაულზე, როგორც ჩანს ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება პეტრე პოროშენკოს. Kyiv Post-მ ამას “პოროშენკოს ეპოქის დევნის საუკეთესო მაგალითი” უწოდა. უფრო მეტიც მიხეილ სააკაშვილი მართალია, იგი ყურადღებით ეკიდება უკანონობას, კორუფციას და რეფორმების ჩატარების შენელებას, მაგრამ ეს შოუ-ნავია. მე ვფიქრობ, რომ უკრაინელების გარკვეული რაოდენობა დაიღალა მისგან და მასში ხედავენ უცხოელს. როგორც ამერკელი უკრაინაში, მე ვფიქრობ, რომ უცხოელებმა უნდა დაუჭირონ მხარი და დაეხმარონ სამართლიანობას, კანონის უზენაესობას და სხვა დემოკრატიულ პრინციპებს. მაგრამ მხოლოდ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ როგორი საზოგადოება სურთ მათ რისთვის უნდა იბრძოლონ.

მაიკლ კარპენტერი აშშ-ის ექს თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ბაიდენის ცენტრის უფროსი დირექტორი და ანალიტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ თანამშრომელი: თუ სააკაშვილს გაადეპორტებენ, ეს ძალიან ცუდი იქნება უკრაინისთვის და უარესი საქართველოსთვის. როდესაც კანონი გათვალისწინებულია დაფარული პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორიცაა კანონის უზენაესბა ასევე დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა. მიხეილ სააკაშვილი ღრმად პოპულარული ფიგურაა და მარტო უკრაინა და საქართველო არ წააგებს ამ გადაწყვეტილებით, რომელიც მათ პოლიტიკურ პოლარიზაციამდე მიიყვანს.

პიტერ დიკინსონი, ატლანტიკური საბჭოს წვერი-კორესპონდენტი უკრაინის ბიზნესის გამომცემელი: უხეში და არაკომპეტენტურია უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ დასაწყისიდანვე იყო ერთმნიშვნელოვანი სიცრუე თავიდან ბოლომდე.

ჩვენ ახლა უკვე შევეჯახეთ შეცდომების კომედიის ამ უკანასკნელ და მძიმე ეპიზოდს, მისი კატასტროფულ ავტორიტარულ ოპტიკას. მიხეილ სააკაშვილის მაღალი საერთაშორისო პროფილი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ნეგატიური რეკლამა იქნება. იგი შეეცდება რაც შეიძლება ხანგრძლივად იყო მასმედიის ყურადღების ცენტრში. იგი უპირველეს ყოვლისა შეეცდება დაუბრუნდეს უკრაინულ პოლიტიკას, რამდენადაც ეს არის მისი ერთადერთი იმედი დარჩეს ისტორიულ სცენაზე.

ის ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა იმისთვის, რომ დაიწყოს აკადემიური ცხოვრება ამიტომ ყველანაირად შეეცდება დაუბრუნდეს უკრაინის პოლიტიკას.

მაქსიმ ერისთავი ატლანტიკური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი– მიხეილ სააკაშვილისთვის უკანონო მოქალაქეობის ჩამორთმევა და შემდეგ გადეპორტება ეს უპირველეს ყოვლისა დიდ ზიანს მიაყენებს უკრაინის დემოკრატიულ იმიჯს.

დაიან ფრენსისი: ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშროემლი: სააკაშვილი, სააკაშვილი დაიწყო მას შემდეგ, რაც პოროშენკომ იგი ქვეყანაში დასახმარებლად მიიწვია შესთავაზა მნიშვნელოვანი საქმე, ხოლო შემდეგ სრულუფლებიანი მოქალაქეობა მიანიჭა. რამდენიმე თვის შემდეგ სააკაშვილმა დატოვა თანამდებობდა და პოროშენკო კორუფციაში დაადანაშაულა, ხოლო ამის მერე მის წინააღმდეგ გამოვიდა. არ არის გასაკვირი, რომ პოროშენკო ელოდებოდა ვიდრე სააკაშვილი ქვეყანას დატოვებდა, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთმია.

ამას მოჰყვა პოლონეთი-უკრაინის საზღვრიე გადმოკვეთა, ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა, უამრავი იურიდიული პროცესები, დაკავებები დევნა . ახლა როგორც ჩანს პოლონეთში გაადეპორტეს.

პოროშენკოს მხრიდან ეს არის კანონის უზენაესობის ბოროტი გამოყენება და ილუსტრაცია იმისა, უკრაინაში კანონი ჯერ არ არსებობს. ეს არის ოლიგარქების წესი.

ახალგაზრდა ოპოზიციონრები: მე დავინახე მიშა გადეპორტებამდე, მისი გაზვნილი ნათელი იყო: უკრაინას სჭირდება უკომპრომისო ლიდერი, რათა გათავისუფლდეს ამ კორუმპირებული კლანებისგან. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს უკეთეს მომავალს.

პოლ ნილანდი: სააკაშვილი მიუხედავად იმისა, რომ იგი ოპოზიციონერია უკრაინის ოპოზიციის ლიდერად არ მიიჩნევა. ჯგუფი, “ახალი ძალების მოძრაობა”, რომელსც მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში არის ვოკალური და აქტიური მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა ….

www.atlanticcouncil.org

(თარგმანი: თამო თავხელიძე-“თავისუფალი ზონა”)

banner
წინა სტატიაში“ეს არის აშკარა და ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური დევნა” – რატიანი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაკანონის წინაშე ყველა, მათ შორის, პრეზიდენტიც, არის თანასწორი – იზორია სააკაშვილზე