“არის საქმეები, რომლებიც წლობით იწელება” – IDFI პროკურატურას აკრიტიკებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შემდეგ, გამოუძიებელი საქმეების გამო, ხელისუფლებას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს. “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” კვლევას აქვეყნებს, სადაც ყველა გახმაურებული საქმე მოხვდა, რომლის გამოძიების და პირად კონტროლზე აყვანის პირობაც, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირდად დადეს.

IDFI-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დაპირებების მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებს, არცერთ საქმეზე ობიექტური და სრულფასოვანი გამოძიების შედეგი, საზოგადოებისთვის არ წარუდგენიათ. არასამთავრობო სექტორი, პროკურატურას იმის გამოც აკრიტიკებს, რომ ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებების შესახებ, მათთვის ხელმისაწვდომი არ არის.

„არის საქმეები, რომელზეც პროკურატურა ძალიან ეფექტურად მუშაობს და ძალიან მალე გვაწვდის ინფორმაციას, როგორც წესი, ნაკლებად რეზონანსულ საქმეებზე და არის საქმეები, რომლებიც წლობით იწელება. იმდენი წელი გავიდა უკვე ამ საქმეებიდან, რომ არგუმენტს, რომ გამოძიებას შეეშალოს ხელი, ჩვენ ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, ვენ უბრალოდ ვეღარ მივიღებთ,” – აცხადებს ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) პროექტ ”ფაქტ-მეტრის” ანალიტიკოსი, ირინა გურგენაშვილი.

banner
წინა სტატიაშილონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია
შემდეგი სტატიაწალენჯიხის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის პირველი ათეული ცნობილია