მარგველაშვილისა და ოპოზიციის მხრიდან საუბარია რაღაც დოკუმენტის მომზადებაზე, თუმცა იმ პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტუტიციო ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ოპოზიციის მხრიდან საუბარია რაღაც დოკუმენტის მომზადებაზე, თუმცა იმ პოლიტიკური პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტუტიციო ნდობა გამოუცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძე გიორგი მარგველაშვილისა და ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა.

“ერთი მხრივ, საუბარია კონსენსუსის საჭიროებაზე და ზოგადად, ამ პათოსს ვიზიარებთ, თუმცა მეორე მხრივ, საუბარია იმაზე, რომ რაღაც დოკუმენტი უნდა მომზადდეს იმ პოლიტიკური პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტუტიციო ნდობა გამოუცხადა, ეს ეთთმანეთთან შეუთავსებელია”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია მოამზადონ და მმართველ გუნდს შესთავაზონ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – მადლობა ღმერთს, ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკურად აქტუალური არ არის
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მაჟორიტარად „ენმ“ ლევან შანავას დაასახელებს