არგენტინის პროკურატურა პრეზიდენტის შესაძლო ოფშორებს ამოწმებს

არგენტინის პროკურატურა პრეზიდენტის შესაძლო ოფშორებს ამოწმებს

არგენტინის პროკურატურამ პრესაში გამოქვეყნებული ე.წ. “პანამის დოკუმენტების” შემდეგ გამოძიება დაიწყო. დოკუმენტების მიხედვით, პრეზიდენტ მაურისიო მაკრის, შესაძლებელია, ორი ოფშორული კომპანია ეკუთვნოდეს.
საუბარია პუბლიკაციებზე, რომელმაც პანამის იურიდიულ ფირმა Mossack Fonseca-დან გაჟონა. მაკრის გარდა მასში სხვა რამდენიმე ქვეყნის ლიდერია ნახსენები.
გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ სასამართლოს უკვე გაუგზავნა მოთხოვნა, რომ ეროვნულმა საგადასახადო ორგანოებმა და ანტირუფციულმა უწყებამ შეამოწმონ და გაარკვიონ, პრეზიდენტი ნამდვილად არღვევდა თუ არა კანონს საკუთარი ქონების დეკლარირების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი:თავდაცვის მინისტრის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა მაქვს
შემდეგი სტატიაისლანდიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს