არგენტინის პრეზიდენტმა ბავშვთან თამაშისას ნეკნი გაიტეხა

არგენტინის პრეზიდენტმა ბავშვთან თამაშისას ნეკნი გაიტეხა

არგენტინის პრეზიდენტმა ბავშვთან თამაშისას ნეკნი გაიტეხაარგენტინის პრეზიდენტმა მაურისიო მაკრმა, რომელიც პოსტზე დეკემბრიდან იმყოფება, ნეკმი გაიტეხა საკუთარ სახლში ბავშვთან თამაშისას.
როგორც პრეზიდენტის კანცელარიაში აღნიშნეს, სახელმწიფოს მეთაური რამდენიმე დღე უნდა დაწვეს.
პრეზიდენტი მკურნალობის კურსს სახლში გადის.

მაურისიო მაკრმა ანალიტიკოსები ნოემბერში გააოცა, როცა მეორე ტურში სოციალისტების კანდიდატს დანიელ სციოლს გაუსწრო: მან პარტია “ფრონტი გამარჯვებისთვის” 12 წლიანი მმართველობა საკუთარი გამარჯვებით დაასრულა.
მაკრი 90-იან წლებში გაიტაცეს. 12 დღის განმავლობაში ის კორუმპირებული პოლიციელების მძევალი იყო, რომლებიც მის სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას ითხოვდნენ.
მემარჯვენეცენტრისტი, შემთხვევის შემდეგ ფეხბურთში წავიდა. ის კლუბ “ბოკა ჰუნიორს” ხელმძღვანელობდა. პოსტზე წარმატებული კარიერის შემდეგ მაურისიო მაკრი პოლიტიკაში წავიდა ისევ.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეა: ფხენიანის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო დამონტაჟებულია
შემდეგი სტატიაპოლონეთში დღეს პრესის კანონის წინააღმდეგ აქციები გაიმართა