არეულობა სენაკის ,,ქართულ ოცნებაში,, (ვიდეო)

,,ქართული ოცნებას,, როგორც ჩანს სენაკში სერიოზულად უჭირს, რასაც ამ რაიონში ბოლო საათებში დატრიალებული მოვლენებიც ცხადჰყოფს.
სენაკის რაიონში ,,ქართული ოცნების,, რიგებში განხეთქილებამ, რომელზეც ,,თაიმერი,, ადრე წერდა, არჩევნების ბოლო დღეს განსაკუთრებულად იჩინა თავი.
ცოტა ხნის უკან, 20 სექტემბერს საღამოს, თბილისში ,,კურიერის,, კამერამ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ხვალინდელ არჩევნებში საკრებულოში ,,ქართული ოცნების,, სიის პირველი ნომერი – ბადრი კალანდარიშვილი ,,დაიჭირა,, რომელიც თბილისში მცხოვრებ სენაკელებს თითო-თითოდ აგროვებდა სენაკის არჩევნებში წამოსაყვანად. კალანდარიშვილმა კამერასთან იცრუა, რომ ის თითქოსდა შემთხვევით მოხვდა ამ ხალხთან. ამასთანავე, კალანდარიშვილის დაფიქსირება ზემოხსენებულ კადრებში, დამატებითი მტკიცებულება აღმოჩნდა სენაკელებისათვის, რომ სინამდვილეში ,,ოცნებას ძალიან უჭირს,,.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, ორიოდე დღით ადრე, სენაკში მერობის კანდიდატმა ლევნ კუპრეიშვილმა, ,,ოცნების,, ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის კახაბერ რუსიას მხრიდან, მის წინააღმდეგ განხორციელებულ წინასაარჩევნო საბოტაჟზე მიაწოდა ინფორმაცია პარტიის ცენტრალურ ოფისს. რის გამოც პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა საკუთარი რაიონული ორგანიზაციის ლიდერს და ადგილობრივ კანდიდატის მხარდაჭერა შსს სამხარეო ადმინისტრაციას დაავალა.სამხარეო პოლიცია, რომლის დიდი კონტინგენტი გიგა ზესაშვილის ხელმძღვანელობით ამ დროისთვის სენაკშია შესული,  ღამის საათებში ,,ოცნების,, კოორდინატორებსა და უბნის ხელმძღვანელებს პირადად ურიგებს არჩევნების მოსაგებად გამოყოფილ თანხებს.

 

https://youtu.be/nzXjfkTJkPg

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ხანდახან მგონია, რომ ნამდვილი პოროშენკო მოიპარეს
შემდეგი სტატიაამომრჩეველი სამი სახის – ღია ცისფერს, ვარდისფერ და მწვანე ფერის ბიულეტენებს მიიღებს