არეულობა ავსტრალიაში – საპროტესტო აქცია მელბურნში დაკავებებით დასრულდა

დაკავებებით დასრულდა საპროტესტო აქცია მელბურნში. ქალაქის ცენტრში ერთმანეთს მემარჯვენე ნაციონალისტები და რასიზმის მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ.

ასობით ადამიანი რასიზმის წინააღმდეგ მარშის მშვიდობიან მარშს მართავდა და საზოგადოებას მიგრანტების მიმართ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებდა.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალისტებმა მარშის მონაწილეებს გზა გადაუღობეს და მსვლელობის ჩაშლა სცადეს.

მემარჯვენე ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რასიზმის მოწინააღმდეგეები ხელს უწყობენ ქვეყანაში ISIS-ის პროპაგანდასა და რადიკალური ისლამის პოპულარიზაციას. ისინი აცხადებენ, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრები ქვეყანაში სწორედ მათი მიგრანტების ნაკადთან ერთად ხვდებიან.

შეტაკებებისას პოლიციამ ათზე მეტი ადამიანი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის სპეცსამსახურებმა საფრანგეთი შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ
შემდეგი სტატია29-დან 31 მაისამდე, გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება