არჩილ თალაკვაძე, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის კურში იყო

„არჩილ თალაკვაძე იყო ის ადამიანი, რომელიც მაშინ იყო სოზარ სუბარის მოადგილე და ის კურირებდა სოციალურ მიმართულებებს,“ – ეს განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანმა, ირაკლი კორძაიამ, განსხვავებული აქცენტების ეთერში გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პარლამენტარებიდან უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის კურში იყო, რადგან ის სოზარ სუბარის მოადგილე იყო 2014 წელს.

„თალაკვაძე იყო მინისტრის მოადგილე, რომელსაც შეუძლებელია, ამის შესახებ არ სცოდნოდა და თალაკვაძეს ისევე ეკითხებოდნენ ამის შესახებ ჟურნალისტები, როგორც სამინსიტროს სხვა მაღალჩინოსნებს და იძლეოდა იგივე პასუხს, რასაც იძლეოდა სოზარ სუბარი. პლუს, ამასთან ერთად თალაკვაძეს საკურატორო იყო ეს სოციალური მიმართულება, რაც შეეხება პატიმრის საპატიმროდან გაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში თუ რაღაც მიზნით, ამის შესახებ, ბუნებრივია, არჩილ თალაკვაძემ იცოდა,“ – განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერების განადგურების შესახებ არჩილ თალაკვაძეც ინფორმირებული იყო. მან განსხვავებული აქცენტების ეთერში აღნიშნა, რომ დარბაისელის შემდეგ ოთარ ფარცხალაძე მეორე ადამიანი იყო, რომელიც ივანიშვილის გაყვანაში მონაწილეობდა.

„ეს, სულ მინიმუმ, პრემიერმინისტრის დონეზე იყო შეთანხმებული,“ – ასე აფასებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი კორძაია, განსხვავებული აქცენტების ეთერში 2013 წლის დეკემბერში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ციხიდან გაყვანას.

„გადაწყვეტილებებს ასეთი მნიშვნელობის მქონე პატიმრის გაყვანის შესახებ ბუნებრივია, ვერ მიიღებდა დამოუკიდებლად ვერც დიმიტრი დარბაისელი და ვერც ფარცხალაძე. ეს, სულ მინიმუმ, პრემიერმინისტრის დონეზე იყო შეთანხმებული… ღარიბაშვილის დონეზე და იმ ადამიანების დონეზე, რომლებიც ღარიბაშვილის გარემოცვას წარმოადგენდა. ესენი არიან ჯანყარაშვილი, ზედელაშვილი და ა.შ,“ – განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

მან აღნიშნა, რომ ამ ადამიანების ჩართულობით ხდებოდა ყველაფერი და ამის დასტურად საერთო მესიჯბოქს ასახელებს. მისი თქმით, მათ უნდა ეთქვათ, რომ ვიდეოჩანაწერები დღის ბოლოს ნადგურდება. მისი თქმით, ერთ დღეში არ იშლება ეს ჩანაწერები. მისი თქმით, მინისტრმა ფაქტობრივად იცრუა, რადგან „იმის შესახებ, რომ ჩანაწერი არ იშლება 24 საათის განმავლობაში, ბუნებრივია, მინიტრმა იცის“.

მისი განცხადებით, სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსნის გარდა, ამ ფაქტის შესახებ იცოდა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა გარემოცვამ.

„იცოდა მინისტრმა, ბუნებრივია, იცოდა მისმა მოადგილეებმა, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ბუნებრივია, იცოდა ამის შესახებ თავად ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა გარემოცვამ, რომლის გარეშეც, ჯანყარაშვილის გარეშე, ასეთი გადაწყვეტილებები, მაგალითად, არ მიიღებოდა. აუცილებლად იყო ხოლმე ჩართული,“ – განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პრემიები დარიგდა
შემდეგი სტატიამერაბიშვილის საკნიდან გაყვანის სკანდალი გრძელდება – სუბარი კორძაიას ბრალდებებს “აბსურდს” უწოდებს