არჩილ თალაკვაძე : პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ისეთი ოფისი, რომელიც მის ფუნქციებთან და საკონსტიტუციო როლთან იქნება შესაბამისობაში

რეზიდენტს უნდა ჰქონდეს ისეთი ოფისი, რომელიც მის ფუნქციებთან და საკონსტიტუციო როლთან იქნება შესაბამისობაში,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებში გაიმარჯვებს, რომელ რეზიდენციას დაიკავებს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საკითხი მეორეხარისხოვანია და მას პასუხი არჩევნების შემდეგ გაეცემა.

“თქვენი შეკითხვა, თუ გაიმარჯვებს “ქართული ოცნების ” საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელ სასახლეში შევა ის, ჩვენთვის ასე ჟღერს – როცა გაიმარჯვებს “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი, რა მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებს ის?! სასახლე და რეზიდენცია არის ჩვენთვის მეორეხარისხოვანი საკითხი. თუ ამაზე ჩემი პოზიცია გაინტერესებთ, ვფიქრობ, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ისეთი ოფისი, რომელიც მის ფუნქციებთან, მის საკონსტიტუციო როლთან იქნება შესაბამისობაში. დაველოდოთ საპრეზიდენტო კამპანიას, არჩევნების შედეგებს და ამ მეორეხარისხოვან საკითხზეც მომავალში ჩვენს პოზიციას გაიგებთ. მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ არა მგონია, ჩვენი საზოგადოებისთვის რეზიდენცია იყოს პირველი მნიშვნელობის საკითხი. ეს არის მეორეხარისხოვანი, თუმცა მეორეხარისხოვანი თემაც არის თემა და არჩევნების შემდეგ ამაზე ამომწურავად გაგაცნობთ ჩვენს პოზიციებს”,- განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში„რუსთავის აზოტსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის სასამართლო დავა – ტესტი საქართველოსთვის
შემდეგი სტატიაქალაქის მთელს ცენტრაულ პერიმეტრს შონია-შენგელიას მიერ ორგანიზებული სისტემა აკონტროლებს (ვიდეო)