არჩილ თალაკვაძე : პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე ვეტოს დადებით, პრეზიდენტმა ვეტო მოქალაქეების უსაფრთხოებას დაადო. თალაკვაძის თქმით, ფარულ მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს შეესაბამება, ამიტომ პრეზიდენტის ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული.

“პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ვეტო დაადო ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან, ჩვენს შესაძლებლობებს, რომ გავუმკლავდეთ ტერორიზმის რისკებს. პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმას, რომ საქართველო იყოს საიმედო პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში. ეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიანიკა მელია : შსს იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების კამპანიას ახორციელებს