არჩილ თალაკვაძე – მამუკა ბახტაძის კანდიდატურას გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი

დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ.

„გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარება. მინდა მივულოცო მას და წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, უმრავლესობამ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დასახელდა
შემდეგი სტატიაბახტაძის ოთხპუნქტიანი გეგმა – პრემიერობის კანდიდატი საკუთარ ხედვებზე საუბრობს