არჩილ თალაკვაძე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით არაერთი პირი დაიკითხა.

„გამოძიება მიმდინარეობს, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მაშინ, როდესაც იქნება ახალი შედეგები გამოძიებასთან დაკავშირებით. წინასწარ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, რომ გამოძიების პროცესზე გავლენა არ მოვახდინო, როგორც თანამდებობის პირმა. გამოძიების ფარგლებში შეგროვილია მტკიცებულებები, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მხრიდან, იცით, რომ დაიკითხა არაერთი პირი, დანარჩენი ეს არის გამოძიების შეფასების საგანი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიდარიალის ხეობაში ამ დრომდე მეწყერსაშიში ვითარებაა
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გიორგი სოსანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა