არჩილ თალაკვაძე ციხისძირში მომხდარ ფაქტს პროვოკაციად აფასებს

ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე 5ადამიანის დაკავების ფაქტს შს მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის თქმით იქმნება შტაბეჭდილება, რომ რამდენიმე ადამიანს პროვოკაციის მოწყობა წინასწარ ქონდათ დაგეგმილი:
„შეკრებისა და აზრის გამოხატვის პრობლემა არ ქონია არცერთ ადამიანს, ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე ადამიანს, რომელიც თავდაპირველად მივიდა შენმთხვევის ადგილზე წინასწარ ქონდა დაგეგმილი რომ პროვოკაცია უნდა მომხდარიყო, კარგია რომ პოლიცია კანონის ფარგლებში იქცეოდა და ძალის გადამეტებას ადგილი არ ქონია“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ციხისძირში დაკავებული აქციის მონაწილეები ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩებიან. პარტიზანი მებაღეები და ქობულეთისა და ბათუმის საკრებულოების დეპუტატები სასამართლო პროცესს ელოდებიან. მათ ჯარიმა, ან 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს საზღვრების დარღვევას
შემდეგი სტატია“საქართველოს მიმართ უკიდურესად პოზიტიური განწყობა პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ დააფიქსირა”