არჩილ ტატუნაშვილის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილების გამო ოჯახი ხელისუფლებას მადლობას უხდის

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის. გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ცხედრის მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალვით მისი შვილის უკანასკნელი ანდერძი შესრულდება.

“მადლობა მინდა პრემიერმინისტრს გადავუხადო, უღრმესი მადლობა თავდაცვის მინისტრს, იზორიას, რომ ჩემი შვილის უკანასკნელი ანდერძის შესრულებაში დაგვეხმარნენ და მოგვცეს საშუალება ძმათა სასაფლაოზე დავკრძალოთ. მადლობა მინდა მთლიანად ქართულ საზოგადოებას გადავუხადო თანადგომისთვის”,- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 7 მოსამართლე უვადოდ გაამწესა