არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე – იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს

საქართველოს მთავრობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ექსპერტიზის დასრულებისთვის აუცილებელია ამოცლილი შინაგანი ორგანოების გადმოცემა. მინისტრი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა.

„ჩვენ ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როდესაც ცხედარზე გვიწევდა და მის გადმოცემაზე მუშაობა ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადის საჩივრის ტექსტი. შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემის პროცესისთვის ხელი არ შეგვეშალა, ოჯახს და საქართველოს მისცემოდა გლოვის უფლება.

ჩვენა ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არამხოლოდ ორგანოების გადმოცემის მოთხოვნის ჭრილში, არამედ სხვა მრავალ ჭრილში, მათ შორის სამართლებრივ ჭრილში იმისთვის, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში იქ ყველა პროცედურული წესი იყოს მაქსიმალურად დაცული და ჩვენს მხარეზე“ – აცხადებს წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიარავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ პროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკიც პარტიის თავმჯდომარის ჭჯუაზე დადის?