არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი წილკანიდან თბილისში გაემგზავრა

არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი წილკანიდან თბილისში გაემგზავრა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის გადაასვენეს. aრჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს. ცხედრის გადმოცემა ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიასვენებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიწითელი ჯვრის კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუნდა მოხდეს საკითხის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება – კახაბერ ქემოკლიძე