არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ განცხადება ხაბაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

“აჭარაში ოთხი წლის განმავლობაში ფუნდამენტურად განვითარების გზა გავიარეთ, მთავრობა იყო გამჭვირვალე, ღია და სამართლიანი. გაიზარდა აჭარის ტურისტული პოტენციალი, უპრეცენდენტო რაოდენობით გაიზარდა ბიუჯეტი და ინვესტიციები. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ჩემი პოსტი და ახალ ამპლუაში გავაგრძელო საქმიანობა“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
არჩილ ხაბაძეს, სავარაუდოდ, ყაზახეთში საქართველსო ელჩი ზურაბ პატარაძე შეცვლის.

“ზურა პატარაძე ძალიან კვალიფიციური კადრია და მისი გამოცდილება და რესურსი ჭირდება რეგიონს”, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ხაბაძის თქმით, საპარლამენტოში არჩევნებში “ქართული ოცნების” სიაში იქნება და წინასაარჩევნო პროცესებში ჩაებმევა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია : თბილისში წელს გზის საფარი 1 მილიონ 400 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა
შემდეგი სტატიაპროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს