არჩილ ხაბაძე 5 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე კომენტარს არ აკეთებს

რა ეტაპზეა შპს “ჰიგიენა 2009” გამოძიება და დაიკითხენ თუ არა მაღალი თანამდებობის პირები 5 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე, იყო თუ არა დაკითხვაზე დაბარებული აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, “მთავარმა” ამ კითხვებით არჩილ ხაბაძეს მიმართა. პირად საუბარში ხაბაძე ამბობს, რომ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ, თუმცა პარლამენტარი ოფიციალურად ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, “ჰიგიენა 2009” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. შპს-მ ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტის განხორციელება 2010 წელს დაიწყო, ფინანსური თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას ხელი 2013 წლის დეკემბერში მოეწერა. მაშინ აჭარის მთავრობას არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობდა, მინისტრის პორთველი კი დავით ბალაძეს ებარა.

2017 წლის თებერვალში, გამოძიების ვერსიით, შპს “ჰიგიენა 2009“-ის დირექტორმა ირაკლი ცეცხლაძემ, 5 მილიონი მიითვისა და მიიმალა. ის ამჟამად დაკავებულია და თანხის მითვისებას აღიარებს. მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს არის ჩანიშნული. მანამდე კი უცნობია, გამოძიების პროცესში დაიკითხენ, თუ არა მაღალჩინოსნები.

მათ შორის არჩილ ხაბაძის მამა, თამაზ ხაბაძე, რომელიც წლების განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც “ჰიგიენა 2009“-ს კურირებდა. თამაზ ხაბაძემ „მთავართან“ საუბრისას რამდენიმე კვირის წინ, აღნიშნა, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკუთარი სურვილით დაროვა.

https://youtu.be/GqL2ASglzlg

 

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ლარსის გამშვებ პუნქტზე საზღვრის კვეთის უფლება ბაიკერთა ამ ჯგუფის კიდევ სამ წევრს არ მისცა
შემდეგი სტატიადამცველმა დაადგინა, რომ ვეგან კაფე „კივის“ თანამშრომლები დისკრიმინაციას დაექვემდებარნენ