არჩილ გეგეშიძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

ამერიკაში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს არც უნახავს და არც მისალმებია. პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთ სამწუხარო ფაქტზე ისაუბრა. "საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა სწორი მორალი დიპლომატიური ეტიკეტი აღზარდოს ჩვენს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებში, ვინც არღვევს კანონმდებლობის მთელ რიგს, როდესაც პრეზიდენტს არ ხვდება იმ ქვეყანაში. მე იქ ჩემი კერძო ვიზიტით არ ვიყავი ჩასული, მე იქ ვიყავი ჩასული საქართველოს სამსახურში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. შეხვედრების შედეგად საინტერესო საშინაო დავალებას დავუტოვებდი ქართულ დიპლომატიურ მისიას,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ინფორმაცია ამის შესახებ არაოფიციალურად ვრცელდება.არსებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ელჩის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა არ არის გამორიცხული, გეგშიძემ წასვლის განცხადება თავად დაწეროს.

არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ პრორუსული პოლიტიკოსების არსებობა მმართველ გუნდში ქვეყანაში არსებულ პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს.საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში საქართველოს ელჩის ამ განცხადებას არაკომპეტენტური უწოდა.

“ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება და არაკომპეტენტურობა არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა”, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიდავით სანაკოევი: სამხრეთ ოსეთში დაკარგული ადამიანები საქართველოში არიან
შემდეგი სტატიასასამართლომ მესს თითქმის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა