,,არჩევნებზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მხოლოდ კანონის გამკაცრება საკმარისი არ იქნება”

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ არჩევნებზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მხოლოდ კანონის გამკაცრება საკმარისი არ იქნება.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, კანონის გამკაცრება შესაძლოა სწორი და დროული ინიციატივა იყოს, მაგრამ გამომდინარე წარსული საარჩევნო გამოცდილებიდან და იმ ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე არჩევნებიდან, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს, მხოლოდ კანონის გამკაცრება ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს, თუკი მოხდა ისეთი ინციდენტები, როგორიც კორცხელში.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, მსგავსი ინციდენტები უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული და პასუხი უნდა აგონ როგორც დამნაშავეებმა, ასევე იმ შესაძლო წამქეზებლებმა, რომლებიც შეიძლება კულისებს მიღმა არსებოდნენ.

კითხვაზე, უნდა დაიკითხოს თუ არა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ჩიხრაძემ უპასუხა, რომ ის ამას ვერ განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა იყოს დაკითხული გამოძიების მიერ.

„მე ამას ვერ განვსაზღვრავ, მაგრამ პროკურატურა უნდა აცნობიერებდეს, რომ უმნიშვნელოვანესია სწორი მიმართულებით წარიმართოს პროცესი და საზოგადოებამ გამოძიების შედეგები დაინახოს“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დახურულ შეხვედრას მართავენ
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია :მოლოდინი არის ის, რომ გაირკვევა დეტალები და პასუხი გაეცემა შეკითხვებს