არჩევნებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე იყო დეკლარირებული

kobaxidze-rustaviსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. კობახიძე ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არადეკლარირებული თანხები ქონდა.

“ფულს რაც შეეხება, ერთია რა იყო დეკლარირებული და რა არა. დეკლარირებულ თანხების შედარებაში იყო სხვაობა, თუმცა არადეკლარირებულ თანხებს თუ ავიღებთ, ვერ ვიტყვი, რომ დიდი სხვაობა იყო. თქვენ შეგიძლიათ ნაცმოძრაობის დეკლარირებულ ბიუეჯტს ჩახედოთ რეალურად, თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული მათი აქტივობა. მხოლოდ აგიტატორები ყავდათ 20 000-მდე, რომელსაც 150 ლარს უხდიდნენ თვეში.

“დანაშაულია თუ რა არის, ეს აუდიტის სამსახურის დასადგენია. ჩვენ ვიყავით კონკურენციაში და ვაგროვებდით ზუსტ ინფორმაციებს. გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, რას ხარჯავდნენ ჩვენი კონკურენტები.

“კონკრეტული აგიტატორების რაოდენობა ყავდათ და კონკრეტულ ხელფსს უხდიდნენ მათ. ამ ინფორმაციას ნებისმიერი, ჩვენი რიგითი აქტივისტი დაგიდასტურებთ. სიღრმეში ჩასვლა აღარ მინდა, ხარჯი იყო ბევრად მეტი, ვიდრე იყო დეკლარირებული,” – განაცხადა არჩევანის ეთერში ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მის აგრესიულ დამოკიდებულებას ნაციონალური მოძრაობის მიმართ წინასაარჩევნო გარემოდან გამომდინარეს უწოდებს და მის ასეთ გამოხატულებას ოპონენტების მიმართ წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებს.

„საარჩევნო ომის მდგომაროებაში ვიყავით და ამის თანმდევი იყო ის სიმძაფრე, რომელიც იყო ჩვენს ოპონენტებთან მიმართებაში. ასეთი ფორმით შესვლა სჭირდებოდა საარჩევნო პროცესს. დღეს კი თვისობრივად სხვა ეტაპზე გადავდივართ და რადიკალიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გავქვს “რუსთავი 2”-ის მიმართ – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში ბევრი პრობლემა იკვეთება