არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა მინისტრებმა თანამდებობა საარჩევნო სიის წარდგენის მომენტიდან უნდა დატოვონ

მინისტრებმა, რომლებიც საარჩევნო სიაში მოხვდებიან, თანამდებობები პარტიული სიის წარდგენის მომენტიდან უნდა დატოვონ, – ამის შესახებ განმარტება დღეს ცესკო-ში გაკეთდა.

რაც შეეხება მინისტრების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას, ცესკო-ში განმარტავენ, მინისტრებს, არასამუშაო საათებში საარჩევნო კამპანიაში ჩართვა არ ეკრძალებათ.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, პარტიებმა საარჩევნო სია არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე უნდა წარადგინონ.

საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დღეს დაიწყო.

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ : მდინარე ვერეს ხეობაში განხორციელებული ერთწლიანი სამუშაოების შედეგები შეაჯამა
შემდეგი სტატია“ახლა ჯერი დიდ ქვეყნებზეა, რათა ქართველი ხალხის წინაშე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ”