არჩევნების მეორე ტური შეფერხებების გარეშე დაიწყო

ქუთაისში, მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო.

კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.

არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, ერთი ქალაქ ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია.

რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში 328 272-ს შეადგენს.

საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა, ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი, ხოლო ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილი იქნება სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის მომხრეა
შემდეგი სტატიაცესკოში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა