არჩევნების მეორე ტური ქუთაისში – ამ დროისთვის საარჩევნო ოლქში ორი საჩივარია დაწერილი

ქუთაისში, ბიულეტენებში “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგედ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ფიქსირდება, თუმცა ოპოზიციური პარტია მეორე ტურში არ მონაწილეობს. ამ დროისთვის ქუთაისის საარჩევნო ოლქში დაწერილია ორი საჩივარი – ორივე მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან ერთი სპეცუბანია. საერთო ჯამში რეგისტრირებულია 152 ათას 561 ამომრჩეველი. პირველ ტურში მონაწილეობა მხოლოდ 35%-მა მიიღო. სავარაუდოდ, მეორე ტურში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იქნება.

„მომდევნო 4 წელიწადში იმედი გვაქვს ქუთაისის განვითარების, წინსვლის, ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს ერთ-ერთი ღირსეული ქალაქი საქართველოში, ერთ-ერთი ძლიერი თვითმმართველი ქალაქი,“ – განაცხადა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ერთ-ერთ უბანზე გადასატან ყუთში 3 ცარიელი კონვერტი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის სამი საჩივარია შესული