არჩევნების გაყალბების საქმე – ლევან ვარშალომიძე პროკურატურას მიმართავს

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ვიდეო მასალებით მივმართოთ პროკურატურას, მოვითხოვოთ ამ ორგანოს დაინტერესება, რათა მოხდეს სამართლებრივი ზომების მიღება. საჩივარში, რომელიც შეგვაქვს პროკურატურაში, (გარდა ვიდეო კადრებისა) მოყვანილია ფაქტები, რომლის დოკუმენტური დამადასტურებელი მტკიცებულებები (დედანის სახით) ინახება ოლქში, რაზეც ჩვენ, პოლიტიკურ ორგანიზაციას ხელი არ მიგვიწვდება, თუმცა პროკურატურას აქვს უფლება გამოითხოვოს მასალები, შეისწავლოს იგი და მისცეს სამართლებრივი შეფასება ” – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გააკეთა. მისი თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების და დანაშაულის შემცველი ფაქტების შესახებ გუნდმა საარჩევნო კომისიას, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოსაც მიმართა.

“8 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების, შეცდომების და რიგ შემთხვევებში დანაშაულის შემცველი ფაქტების შესწავლის შემდეგ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე ათეული საჩივრით მიმართა, ზემდგომ საარჩევნო კომისიას (ოლქი). დაფიქსირებული ფაქტები, სარჩევნო ოლქმა შეაფასა, როგორც “პროცედურული დარღვევა”, სხვა რეაგირება ფაქტებს არ მოჰყოლია. ჩვენ კანონის ფარგლებში განვაგრძეთ ბრძოლა და მივმართეთ საქალაქო სასამართლოს, შემდგომში სააპელაციო სასამართლოს. ამასთან, მე და ჩემმა გუნდმა, გავასაჯაროეთ, არა ერთი ვიდეო ფაილი, რომელიც არჩევნების დღეს უბნებზე განლაგებულმა კამერებმა გადაიღეს და კადრებში აღმოჩენილ იქნა, უამრავი დარღვევა, მანიპულაცია, გაყალბების ფაქტები და დანაშაულის შემცველი ქმედებები.

“გასაჯაროებულ კადრებში, არსებობს რამოდენიმე ფაქტი, რომლითაც პროკურატურა, ჩვენი მიმართვის/საჩივრის გარეშე უნდა დაინტერესებულიყო, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა,” – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

banner
წინა სტატიაში“სინამდვილეში ის ხელისუფლების კანდიდატია” – ნიკა რურუა სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატიაალექსანდრე მაისურაძე : შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოს უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია