ელისო ჩაფიძე :არჩევნების პროპორციული სიით ჩატარება უმჯობესია

მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოს

მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოსსაპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის უმჯობესია, არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდეს.
“მონიტორინგის წინააღმდეგი, მგონი არავინ არ შეიძლება, იყოს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვიწვიოთ საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლად, რათა არჩევნებმა უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩაიაროს. რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას, მე, როგორც მაჟორიტარი, ვგულშემატკივრობ მაჟორიტარულ სისტემას, მაგრამ ვფიქრობ, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის ამ ეტაპზე უმჯობესია, თუკი პროპორციული სიით ჩავატარებთ არჩევნებს,“ – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო საკითხზებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას ითხოვს.

მათთვის საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებისათვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის 2020 წლისათვის გადადება მიუღებელია. ინტერპარტიულ ჯგუფში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ დასახელებული არგუმენტები არადამაჯერებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციას სხვა ვარიანიტიც აქვს, რომელიც ცნობილია, როგორც ე.წ გერმანული მოდელი.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნების” ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლაც გვიქმნის პრობლემას
შემდეგი სტატიამომავლის იმედი არ აქვს ხალხს, ძალიან დიდი პრობლემებია